მეორე მოდულის რეფლექსია.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მაგალითების განცნობის შემდეგ მოვიფიქრეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი სამი ტიპის კითხვები (ზოგადი, შინაარსობრივი, თემატური), რომელიც ავტვირთეთ ბლოგზე.
შევისწავლეთ შეფასების სტრატეგიები intel-ის რესურსების გამოყენებით და შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო.
:)
:
Wednesday, November 26, 2014
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
● როგორ შეუძლია გეომეტრიას დაეხმაროს სამყაროს შემეცნებაში? (ზოგადი)
● რა მსგავსებები და განსხვავებებია სხვადასხვა ეპოქის ნაგებობებს შორის? (თემატური)
● რატომ არ ჰგავს სხვადასხვა ეპოქის ნამუშევრები ერთმანეთს? (თემატური)
● როგორ დაიყვანება ალგებრულად ოქროს კვეთის განტოლება? (შინაარსობრივი)
● რომელი ურთიერთკავშირი არსებობს ალგებრულ რიცხვსა და ტრიგონომეტრიულ ფუნქციას შორის? (შინაარსობრივი)
Monday, November 24, 2014
პირველი მოდულის რეფლექსია
გავეცანი ინტელის მიზნებს, როგორს სასწავლო პროგრამას. პროგრამა ხელს უწყობს ძირითადი აქტივობების გამოყენებით მოსწავლეებში 21 საუკუნის მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას. განვიხილეთ ელექტრონული სახელმძღვანელო და სახელმძღვანელოდან მასალები დავაგროვეთ საკუთარ საქაღალდეში. გავხსენით ახალი ბლოგი. ბლოგზე განვათავსეთ ჩვენი იდეები. მივიღეთ ჯგუფის წევრებისაგან შეფასებები და კომენტარები. დავიწყეთ ბროშურაზე მუშაობა.
დასრულდა პირველი მოდულის შესწავლა.
ტრენინგი მეტად საინტერესო აღმოჩდა.
მადლობა ტრენერს. :-)
Friday, November 14, 2014
ჩემი პროექტის იდეა
ოქროს კვეთა.
ოქროს კვეთის პროპორციით აშენებული შენობების სილამაზის და აქტუალურობის დანახვა მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოსთვის. მონაკვეთის დაყოფა პროპორციულ ნაწილებად, მისი გამოყენება ბუნებასა და არქიტექტურაში პროექტის მთავარი იდეაა. იდეის განსახორციელებლად მოსწავლეებმა უნდა შეძლონ დაადგინონ ოქროს კვეთის პრინციპები, ამოხსნან განტოლება. შეიგრძნონ და განასხვავონ სხვადასხვა ეპოქის ,,ღვთაებრივი პროპორციულობა", შექმნან სლაიდები, გეომეტრიული ფიგურები.

Subscribe to:
Posts (Atom)